суббота, 26 апреля 2014 г.

მეშვიდე

ტრენინგის მეშვიდე დღე
დიფერენცირებული სწავლება...    აღქმის სტილსა და გარდნერის მრავალმხრივ თეორიაზე მუშაობა ისე მომეწონა  რომ..  მოკლედ, საკუთარ სტიქიაში ვიყავი.
     ძვირფასო ტრენერო, გამაკეთებინეთ  პრეზენტაციები, ვისაუბრებ ნებისმიერ თემაზე,ოღონდაც მომეცით მეტი დრო, ვისწავლო კომპიუტერთან სწრაფი მუშაობა და შევეგუო ამ საუკუნის მონსტრს!
    ძალიან ნელია ინტერნეტი, რაც ჩვენს შრომისუნარიანობას ამცირებს.

6 комментариев:

  1. რა ლამაზი სმაილია.

    ОтветитьУдалить
  2. კი ნინო, მაგარი პრეზენტატორი ხარ! აუ, მონსტრს ნუ ეძახი რა!:)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. რაც მეტს ვისწავლი, მით უფრო დავუახლოვდები,მერე მონსტრად აღარ მომეჩვენება. ურჩხულისა და მზეთუნახვის ამბავი ხომ იცი, ისე ვიქნებით: მე, კომპიუტერი და მთელი სამყარო!!!

      Удалить
    2. მადონა, მოვაწყოთ აქცია კომპიუტერის დასაცავად! :D
      დანარჩენი მშვენიერია :))

      Удалить
  3. მადონას ვეთანხმები.
    მართლა ძალიან კარგად წარმართე პრეზენტაცია.
    და რაც შეეხება "მონსტრს" - ნი, ირგვლივ მიმოიხედე, დავიჯერო კომპიუტერზე მეტი მონსტრი სხვა არაფერია???
    როგორც კომპიუტერია უწყინარი, ისე ქვემეხები, ტანკები და სხვა შეიარაღება იყოს....
    ამ "მონსტრმა" - კომპიუტერმა - ხედავ რა გაგიკეთა:):) დანახვა რომ არ გინდოდა კომპიუტერის, ტრნინგის დასაწყისში, გახსოვს??? ახლა რატო ითხოვ მეტ დროს?:):):):)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. იცით, რატომ ვითხოვ? მინდა, უკეთესად შევასრულო და დავასრულო ჩემი დავალებები.თანაც აღმოვაჩინე უამრავი შესაძლებლობა კომპიუტერისა. :)
      მონსტრს აღარ დავუძახებ.:)

      Удалить