суббота, 3 мая 2014 г.

მეცხრე დღე

  მიზანი  ტრენინგისა, რომ გაუმჯობესებულიყო სასწავლო პროცესი კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მიღწეულია.
  მე, როგორც რიგით მასწავლებელს, ამ შინაარსიანი და ეფექტური ტრენინგის გავლის შემდეგ ,შემიძლია გამოვიყენო   ტექნოლოგიები:

  •     სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
  •    სწავლის პროცესის შესაფასებლად;
  •   დავგეგმო პროექტი და მისი განხორციელებისას ვითანამშრომლო პედაგოგებთან;
  •   შევქმნა ელ-პორტფოლიო, რომელშიც აღინიშნება თითოეული ნაბიჯი ხარისხიანი სწავლებისა და პროფესიული განვითარებისაკენ. 

 ბევრი იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა და საუკეთესო პრეზენტაციები გვქონდა.
მადლობა ქალბატონ მაია ჯოხაძეს, რომელმაც ცხრა დღეში, თავისებური მეთოდით, შეგვაძლებინა ბევრი ახალი და კარგი რამ ესწავლებინა.

воскресенье, 27 апреля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

მასწავლებელი, რომელიც ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, შეძლებს იყოს კარგი ფასილიტატორი. განსაკუთრებით დაეხმარება მას ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
   ვისწავლეთ სხვადასხვა სახის ფორმების შექმნა, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს დასახული მიზნების მიღწევაში.
  მერვე დღეს მოკლედ ასე დავახასიათებდი: საინტერესო და შრომატევადი!
;

суббота, 26 апреля 2014 г.

მეშვიდე

ტრენინგის მეშვიდე დღე
დიფერენცირებული სწავლება...    აღქმის სტილსა და გარდნერის მრავალმხრივ თეორიაზე მუშაობა ისე მომეწონა  რომ..  მოკლედ, საკუთარ სტიქიაში ვიყავი.
     ძვირფასო ტრენერო, გამაკეთებინეთ  პრეზენტაციები, ვისაუბრებ ნებისმიერ თემაზე,ოღონდაც მომეცით მეტი დრო, ვისწავლო კომპიუტერთან სწრაფი მუშაობა და შევეგუო ამ საუკუნის მონსტრს!
    ძალიან ნელია ინტერნეტი, რაც ჩვენს შრომისუნარიანობას ამცირებს.

четверг, 17 апреля 2014 г.

მეექვსე დღე-

მხიარულად დაწყებული დღე ნაყოფიერი გამოდგა. მე ხომ ვისწავლე და ვისწავლე, ახლა სხვასაც რომ მივეხმარე რეგისტრაციის ფორმებზე მუშაობისას!... ჩემი თავისგან ამდენს არ ველოდი. მადლობა მაიას, მადლობა მე!
ვისწავლე პრეზენტაციის ატვირთვა, ინტერნეტი ნელი იყო და დავიღალეთ!                  

ვიდეო-წიგნი

მასწავლებლის პრეზენტაცია